შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში: მომზადდება სამეცნიერო-პოპულარული წიგნი XII-XIV საუკუნეებში ქართველებისა და ყივჩაღების ურთიერთობებზე

2019 წლის 31 იანვარსყაზახეთის ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი ეწვია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, სადაც იგი შეხვდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს და ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნისსამეცნიეროწრეებს შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გაზიარებისათვის, მათ შორის მევენახეობისა და მეღვინეობის, მწვანე ტექნოლოგიების, სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის სფეროებში. როგორც აღნიშნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისპრეზიდენტმა, აკადემიკოსმა, ბიოქიმიკოსმა გ. კვესიტაძემ, საქართველოს უნიკალურმა ბუნებამ შემოგვინახა ენდემური მცენარეების, სასოფლო-სამეურნეო და ბაღჩეულიკულტურებისასობით სახეობა, რომლებიც შეიცავენმინერალებისადა ვიტამინების მდიდარშემადგენლობას.

ასევე შედგააზრთა გაზიარებაპრეზიდენტნურსულთანნაზარბაევისსტატიის „დიდი სტეპის შვიდი წახნაგი“-ს შესახებ. რ. მეტრეველმააღნიშნა, რომმოცემული სტატია წარმოადგენს კანონზომიერ მისწრაფებას ქვეყნისა და ერისა, „რომელიც მტკიცედ მიაბიჯებს დამოუკიდებლობის გზაზე, აქვს მზარდი და სანიმუშო პოტენცია და შესაბამისად, ჯანსაღიამბიცია“ წარმოაჩინოს თავისი წარსული მის ყველა გამოვლინებაში. მისი თქმით, სტატიაში გაშლილია მთელი პროგრამა ყაზახიერის ისტორიული წარსულის, თანამედროვეობისა და მომავლის გაერთიანებისა, რასაც სამეცნიერო მნიშვნელობის გარდა, აქვს ძალიანდიდი საზოგადოებრივ- პოლიტიკური დატვირთვა, მათ შორის, როგორც ფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს ყაზახი ერის კულტურულ-პოლიტიკური კონსოლიდაციის უფრო მაღალი დონის მიღწევას.

საქართველოს მეცნიერთა აზრით, ეს სტატია სტიმულს აძლევს ყაზახიხალხის ისტორიის ბევრი პრობლემის, მათ შორის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის, შესწავლას. ამ კონტექსტში, დიდად ყურადსაღებია XII-XIV საუკუნეებში ქართველებისა და ყივჩაღებისურთიერთობა, რასაც ადასტურებენ საქართველოში არსებული ისტორიული წყაროები (ქართულ, სომხურ, რუსულ, სპარსულ, არაბულ ენებზე) და საკმაოდ მდიდარისამეცნიერო ლიტერატურა, აღნიშნესსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა. ამასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა ქართველებისა და ყივჩაღების ურთიერთობებზე სამეცნიერო-პოპულარულიწიგნის მოსამზადებლად.
Created at : 1.02.2019, 10:00, Updated at : 1.02.2019, 10:00