შედგა ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბ-ნი ბ.მუხამეჯანოვის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ს.ზურაბიშვილთან

მ.წ. 2 აპრილს ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ. მუხამეჯანოვი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს ს. ზურაბიშვილს.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების სხვადასხვა ასპექტები: პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სატრანზიტო-სატრანსპორტო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

ამავდროულად, ბ. მუხამეჯანოვმა გამოხატა მადლიერება ქართული მხარის მიერ გაგზავნილ მილოცვის წერილისთვის .კ.კ. ტოკაევის ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით.

თავის გამოსვლაში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ იგი აფასებს ყაზახეთის საგარეო პოლიტიკის უწყვეტობის პრინციპს და გამოთქვა იმედი შემდგომი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობისთვის.

ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო
Created at : 3.04.2019, 18:00, Updated at : 3.04.2019, 18:00