ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა გამართა შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიასთან.

მიმდინარე წლის 1 თებერვალს საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა ბაურჟან ალიმის ძე მუხამეჯანოვმა გამართა შეხვედრა ვიცე-პრემიერთან,საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრგიორგი გახარიასთან.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები, მათ შორის საქართველოსგამოცდილების შესწავლის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირებაში.

გარდა ამისა, მიაღწიეს შეთანხმებას მიმდინარე წლის მაისში მინისტრ გიორგი გახარიას ყაზახეთში ვიზიტის შესახებ.

Created at : 4.02.2019, 10:00, Updated at : 4.02.2019, 10:00