განხილულ იქნა ყაზახურ-ქართული სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციოთანამშრომლობის პერსპექტივები.​

1 ნოემბერსყაზახეთის ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიას. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობა და სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და სატრანზიტო-სატრანსპორტო სფეროში ურთიერთქმედების განვითარების პერსპექტივები.

მხარეებმა აღნიშნეს მიმდინარე წლის ორმხრივი ტვირთბრუნვის მოცულობის ზრდის დინამიკა, ასევე ორი ქვეყნის ეკონომიკისაუთვისებელი პოტენციალის არსებობა. ამასთან დაკავშირებით ყაზახეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ქართული ბაზარი ინტერესს წარმოადგენს არა მხოლოდტრადიციული სასაქონლო ჯგუფებისთვის, არამედ გადამუშავებული ყაზახური პროდუქციის 60-ზე მეტი სასაქონლო პოზიციის ექსპორტისთვის. ესენია ქიმიური მრეწველობის საქონელი, სამშენებლო მასალები, დანადგარები, აღჭურვილობა, მოწყობილობები და აპარატურა, ლითონები და ტექსტილის ნაწარმი.

ბ. მუხამეჯანოვმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთის მსხვილი კომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ჩატარებულ ტენდერებში ავტომანქანების, ავტობუსების, ელმავლების, ლოკომოტივების, ვაგონების, პლატფორმებისა და რელსების შეძენის მიზნით. რა თქმა უნდა, მოცემული ზომები ხელს შეუწყობენნომენკლატურის დივერსიფიკაციას და ორმხრივი ტვირთბრუნვის მოცულობის ზრდას.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოში ყაზახეთის ინვესტიციების ფლაგმანების - ბათუმის ნავთობტერმინალის და ბათუმის საზღვაო პორტის საქმიანობის საკითხები.

ქართულმა მხარემ ქვეყნის ეკონომიკაში ყაზახეთის ინვესტიციების მოზიდვისინტერესი გამოხატა .

ყაზახეთის ელჩმა შესთავაზა ქართულ მხარეს აქტიურად ჩაერთონსაერთაშორისო ფინანსური ცენტრის „ასტანის“ მუშაობაში, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური აზიის, კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩინეთისა და ევროპის ფინანსურ ცენტრს.

მხარეების მიერ მიღწეულ იქნაშეთანხმება მომავალი წლის დასაწყისში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ყაზახურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვის შესახებ. მხარეები, ასევე, აპირებენ ერთობლივი ზომების მიღებასორმხრივი ტვირთბრუნვის ნომენკლატურის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, გაცვალონორი ქვეყნის ბაზარზე საექსპორტო საქონლის ნუსხა.

Created at : 1.11.2018, 18:00, Updated at : 1.11.2018, 18:00