შეიქმნა ყაზახურ-ქართული ბიზნეს ასოციაცია

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას, ასევე საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციას შორის.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის ეროვნული კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში (ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, „რომპეტროლი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „ეარ ასტანა“), ქართულმა კომპანიებმა, ყაზახური საინვესტიციო კაპიტალით, ასევე ადგილობრივმა ბიზნეს წრეებმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს, საელჩოს და ყაზახური კომპანიების თანამშრომლობის განვითარებას ქართველ მეწარმეებთან ინფორმაციის გაცვლის, საერთაშორისო პარტნიორობისა და ურთიერთკავშირის ქსელის გაფართოების, ასევე მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფას.

თავის გამოსვლაში ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგებლებთან, ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბ.ა. მუხამეჯანოვმა აღნიშნა, რომ ყაზახეთში დაინტერესებული არიან როგორც ტრადიციულად მეგობრულ პარტნიორთან, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებით. უამბო რა, საქართველოს მთავრობის მეთაურის ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის შედეგებზე, ყაზახეთის ელჩმა მოუწოდა ბიზნესმენებს მიიღონ აქტიური მონაწილეობა ვიზიტის დროს გაფორმებულ საქონლის ბრუნვის გაზრდის საგზაო რუკის განხორციელებაში.

ყაზახეთის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი ორმხრივი სასაქონლო ბრუნვის დონე, რომელიც შეადგენს 90 მილიონ აშშ დოლარს  არ შეესაბამება ორი ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალს. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების უზარმაზარი შესაძლებლობები ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და ტურიზმის სფეროებში.

ყაზახური მხარე მიესალმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან არსებულ „ყაზახურ-ქართულ ბიზნეს ასოციაციის“ შექმნას, რომლის მთავარი მიზანია სამართლებრივი, საინფორმაციო და მარკეტინგული მხარდაჭერის გაწევა საქართველოში მომუშავე ყაზახური კომპანიებისთვის. დღეს საქართველოში დარეგისტრირებულია 114 მოქმედი კომპანია ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით.

თავის მხრივ, "საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის" პრეზიდენტმა ლ. სილაგავამ აღნიშნა ყაზახეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და ბიზნესთან არსებული მჭიდრო კონტაქტები და დაუდასტურა, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" მხარდაჭერა ყაზახურ-ქართული ასოციაციის ნაყოფიერ მუშაობაში.

შეხვედრის მონაწილეებს წარმოუდგინეს ფილმები ყაზახეთის რესპუბლიკის საინვესტიციო კლიმატისა და სატრანზიტო პოტენციალის შესახებ, ასევე ”ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის” საქმიანობის შესახებ.

Created at : 28.09.2019, 09:00, Updated at : 28.09.2019, 09:00