საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა შეხვედრა გამართა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარესთან

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი შეხვდა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან რაზმაძეს. 

შეხვედრის დროს, ქართულმა მხარემ ყაზახ დიპლომატებს გააცნო გარკვეული ასპექტები, საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირების შესახებ, ასევე მათ გაცვალეს მოსაზრებები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში პროცედურების გაუმჯობესების შესახებ.

ბ.მუხამეჯანოვმა და ლ.რაზმაძემ ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, პოზიტიური გამოცდილების გაცვლის შესახებ და მიღწევებს სახელმწიფო შესყიდვების სისტემების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში.

Created at : 1.11.2019, 17:00, Updated at : 1.11.2019, 17:00