საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა გამართა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბურჟან მუხამეჯანოვი შეხვდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს.

შეხვედრაზე განხილული იქნა ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები უსაფრთხოების სფეროში, ასევე ერთობლივი სამუშაო გეგმები იმ საფრთხეებთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელთა წინაშეც დგას ორივე ქვეყანა.

ბ. მუხამეჯანოვმა და გ.ლილუაშვილმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

Created at : 1.11.2019, 17:00, Updated at : 1.11.2019, 17:00